შაბათი, აპრილი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ალექსანდრე მოწერელია წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღის აღსანიშნავად მარტვილს ესტუმრა

26-09-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღის აღსანიშნავად მარტვილის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
 
,,მინდა, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი თარიღი მივულოცო როგორც მარტვილის, ისე სრულიად საქართვლოს მოსახლეობას. ვისურვებდი, რომ გიორგი ჭყონდიდელის მაგალითზე, თითოეული ჩვენგანი ერის სადარაჯოზე ვიდგეთ“ - განაცხადა გუბერნატორმა.  
 
ალექსანდრე მოწერელიამ ცენტრალურ ქუჩაზე განთავსებული მონუმენტი ყვავილებით შეამკო, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას ესტუმრა და დღესასწაული სასულიერო პირებსაც მიულოცა.
 
დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობები. მუნიციპალიტეტის სოფლების მიერ მთავარ მოედანზე წარმოდგენილ სოფლის ნობათს ადგილობრივ ვიზიტორებთან ერთად ტურისტებიც აგემოვნებდნენ. გუბერნატორმა მარტვილელების მიერ წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთებიც დაათვალიერა.