გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებს შეხვდა

26-09-2018

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია და გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი ჯიქია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს, მათ შორის პროექტი "სახლის მშენებლობა" და პროგრამა მრავალშვილიანთა და სოციალურად დაუცველთათვის - "ერთი თბილი ოთახი".


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელმა მედიკამენტებისა და ოპერაციული მკურნალობისათვის განსაზღვრულ ბიუჯეტზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა გზის საფარის რეაბილიტაციისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების საჭიროებაზეც იმსჯელეს.

 

"ჩვენ სხვადასხვა აქტუალური პრობლემა განვიხილეთ და მათი ეფექტიანად გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ. ვფიქრობ, არასაკმარისია მოქალაქეებთან კომუნიკაციის ინტენსივობა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადაჭრაში უნდა გააქტიურდეს. დაუმთავრებელი მშენებლობისა და ტენდერების საკითხიც მოსაგვარებელია. ვფიქრობ, ერთიანი ძალებით შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის პრობლემების სასიკეთოდ გადაწყვეტას“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ალექსანდრე მოწერელიამ.