19-12-2023
ააიპ ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ “დინამოს” საქმიანობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის.
საგამოძიებო სამსახურს მის ხელთ არსებული, ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად მიღებული მასალები საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესმა” გადასცა.
როგორც სააგენტო “ნიუსპრესის” მთავარი რედაქტორი, ალექსანდრე ჩუბინიძე აცხადებს, სააგენტომ ააიპ-ში არსებული ქონებრივ-ფინანსური მდგომარეობის შესახებ კლუბის გენერალურ დირექტორს, ზაქრო ვარაზაშვილის, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, ვარაზაშვილს კითხვებზე არასდროს უპასუხია.
ამასთან, ალექსანდრე ჩუბინიძე აცხადებს, რომ ზაური ვარაზაშვილის მხრიდან, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ფაქტს, რაც სავარაუდოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესწავლის საგანი გახდება.
ჩუბინიძის განცხადებითვე, სააგენტო “ნიუსპრესი” უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ “დინამოს” მიმართ ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად მიღებულ კიდევ რამდენიმე მასალას, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადასცემს.
სააგენტო “ნიუსპრესი” საქმის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერმანენტულად მიაწვდის.
წყარო: newspress.ge