გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნანა კაკაბაძე: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით პირველი დიდი დარტყმა მიიღეს “ნაცებმა” და მათმა ანასხლეტებმა, ხოლო მეორე დარტყმა ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება იყო

30-12-2023

გაოცდებით, როდესაც დაინახავთ, რამდენი ხალხი გამოხატავს დაუფარავად სიხარულს და ბედნიერებას ბიძინას დაბრუნებით. ოპოზიცია ყველას ან მათ უმრავლესობას ტროლებად და ბოტებად მონათლავს, რადგან მათ ასე სჭირდებათ, მაგრამ თავადაც კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში სამართლიანობასთან, სიკეთესთან და ბრძოლისუნარიანობასთან ასოცირდება, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ფაქტმა ოპოზიცია სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, რაზეც მათი განცხადებებიც მეტყველებს.


“2:0 (ორით ნული) ძალიან საინტერესოა რეაქციები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე. მიხეილ სააკაშვილი თავისი პირადი წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის პირით აცხადებს: „მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა... ქართველი ხალხი აღარ აირჩევს შიმშილს, სიღარიბეს, სიბნელეს, უმუშევრობას და აღარ აირჩევს ემიგრაციას!“ ნაცტელევიზიების ჟურნალისტები კი ცდილობდნენ აქცენტი გაეკეთებინათ ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქობაზე“, რომელიც, მათი აზრით, ხელს შეუშლის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, აგრეთვე კორუფციის რისკებზე, რომელიც თავად ივანიშვილმა ახსენა (ეს „რისკები“ ნაცჟურნალისტებმა კორუფციის არსებობის აღიარებად მონათლეს).


ხაბეიშვილების, ვაშაძეების, თაკო ჩარკვიანებისა და სხვა წვრილფეხობის ერთიან დაზეპირებულ ტექსტებს აღარ შევეხებით, რადგან მათ განცხადებებში აშკარად გამოსჭვივის სასოწარკვეთილი, ბოღმისგან გულგახეთქილი და შუბლისძარღვგაწყვეტილი, პოლიტიკას მიტმასნილი არსებების ხვაშიადი, რომლებიც ცდილობენ დამალონ თავიანთ ლუზერობა და საზოგადოებას თავი ყინჩად წარმოუჩინონ. რაც შეეხება სააკაშვილის გამხმოვანებელი სოფო ჯაფარიძის ორ წინადადებაში ჩამოყალიბებულ მტკიცებას:

  1. თითქოს ამ ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილმა „საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა“. მე მგონი, პირიქით, რადგან თუ ივანიშვილი არაფორმალურად მართავდა ქვეყანას, მაშინ იგივეს რატომ ვერ გააგრძელებდა? ყველამ იცის, რომ შეუძლებელია პროცესების მართვა შორეული ბრაზილიიდან, თუ ყოველდღიური პროცესების მაჯისცემაზე მუდმივად არ გიდევს ხელი. ვერავითარი ტელეფონი და ინტერნეტი ვერ შეცვლის უშუალო მართვის პროცესს. მით უმეტეს, ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მიუღებელი თავისი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაა. ასე რომ, ჭეშმარიტებას ჰგავს ის ინფორმაცია, რომ მას კონსულტაციები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მართლაც მხოლოდ 2-3 ლიდერთან ჰქონდა და ისიც, პერიოდულად.
  2. რაც შეეხება სააკაშვილის გამხმოვანებელი სოფო ჯაფარიძის მეორე თეზისს: „ქართველი ხალხი აღარ აირჩევს შიმშილს, სიღარიბეს, სიბნელეს, უმუშევრობას და აღარ აირჩევს ემიგრაციას!“ ანუ, ის და მისი ბელადი გვიმტკიცებენ, რომ დღეს საქართველოში 2004-12 წლებთან შედარებით მეტი სიღარიბე, სიბნელე, უმუშევრობა და ემიგრაციაა. კი მაგრამ, მართლა ბნელა?! სკოლის მოსწავლესაც კი შეუძლია შეადაროს დღევანდელი და იმდროინდელი პენსიები, ხელფასები, ხალხის მსყიდველობითი შესაძლებლობები, უმუშევრობის და ემიგრაციის დონე, ავტომობილების გასამმაგებული რაოდენობა, რამაც ახალი პრობლემა შექმნა და ერთიან საცობებად აქცია მთელი თბილისი, სახელმწიფო დაზღვევის ხარჯზე გაჩენილი გამოკვლევების, მკურნალობისა და ოპერაციების ჩატარების გაათმაგებული შესაძლებლობები, ყოველდღიურად გადაჭედილი კაფეები და რესტორნები. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ჩვენთან პრობლემები ან ღარიბი ადამიანები არ არსებობენ (ასეთი ქვეყანა არც არსებობს), მაგრამ ზღვარგადასული უნამუსობაა, როდესაც ეს მავნებლები დღევანდელ ხელისუფლებას ამუნათებენ, თითქოს მათი მმართველობის პერიოდთან შედარებით საქართველოში დღეს უფრო მეტი შიმშილი, სიღარიბე, სიბნელე, უმუშევრობა და ემიგრაციაა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ წარსულშია დარჩენილი სახურავებზე შემოყრილი გვამები, წაგებული ომი და დაკარგული ტერიტორიები, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებები, წამებები, რეკეტი, გაკულაკება, ქუჩებში ჩახოცილი ბიჭები, ტელევიზიების წართმევები, ქართული ინტელიგენციის ჩარეცხვა, ახალგაზრდების ბუჩქებისკენ მიდევნა, ეკლესიის წინააღმდეგ ომის გამოცხადება, რომელსაც ოპოზიციაში გადასულებიც აგრძელებენ.

"ცივილიზებული, დემოკრატიული" მსოფლიოს დუმილი, თითქოს აქ ფაშიზმი კი არა, დემოკრატია ყვაოდა, "დემოკრატიის შუქურად" დიქტატორული მმართველობის მონათვლა აშშ ს პრეზიდენტის მიერ და ა. შ. ხალხი ბრძენია. ფეისბუქს გადახედეთ და გაოცდებით, როდესაც დაინახავთ, რამდენი ხალხი გამოხატავს დაუფარავად სიხარულს და ბედნიერებას ბიძინას დაბრუნებით. ოპოზიცია ყველას ან მათ უმრავლესობას ტროლებად და ბოტებად მონათლავს, რად¬გან მათ ასე სჭირდებათ, მაგრამ თავადაც კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში სამართლიანობასთან, სიკეთესთან და ბრძოლისუნარიანობასთან ასოცირდება. იმიტომაც უხარიათ, რომ დღეს ქვეყანაში არსებულ ბევრ პრობლემასთან მთავარ მებრძოლად და იმ რისკების დამძლევად ეგულებათ ის, რომელზეც თავად მის სიტყვაში მარტივად და გასაგებად იყო საუბარი. რაც შეეხება ნაცჟურნალისტების მიერ „ოლიგარქობის“ თემაზე „მიწოლას“.


დარწმუნებული ვარ, მათ ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ იციან და თუთიყუშივით იმეორებენ ამ ტერმინს რედაქტორებისგან მიღებული დავალების შესრულების მიზნით. იგივე შეიძლება ითქვას იმ ევროპარლამენტარებზე, რომლებიც სხვადასხვა ინტერესების გამო უჭერენ მხარს სრულიად აბსურდულ რეზოლუციებს. ვიცი, ამის წაკითხვას უდიდეს მკრეხელობად და მიუტევებელ ცოდვად მიიჩნევენ ისინი, ვინც მონური მოწიწებით ისმენენ ყველა უცხოელის და მით უმეტეს, უცხოელი პოლიტიკოსის „გენიალურ“ აზრებს, რადგან თითქმის ყველა ევროპელი და ამერიკელი ნებისმიერ ქართველზე ჭკვიანად მიაჩნიათ, მაგრამ მათაც უნდა გაიგონ ადრე თუ გვიან, რომ ანგარება, შური, მტრობა, ფარისევლობა, მოღალატეობა, ბოღმა და უვიცობა ყველგან არსებობს, ევროპელშიც, ამერიკელშიც და ქართველშიც და რომ ამ მანკიერებებს ეროვნება არ გააჩნია. ასე რომ, როგორც ნაცებს უყვართ ხოლმე ანგარიშების აღნიშვნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით პირველი დიდი დარტყმა მიიღეს ნაცებმა, ხოლო ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება, მათთვის მეორე დიდი დარტყმა იყო ნაცებს უყვართ ხოლმე ანგარიშების წერა ამიტომ, დღესუ უკვე ანგარიშია 2: 0 ქართული ოცნების სასარგებლოდ” - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.