გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას

30-12-2023

„ჯერ ერთი, ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს ამ არასწორი, მოგონილი ნარატივებით. რუსულთან დაკავშირებული ნარატივით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ წავა ქვეყანა და ა.შ., ამით დაისამარეს და მეორე, ტყუილების ტირაჟირებით. ესენი კრიტიკას კი არ ახორციელებენ, უბრალოდ იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.


როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია რეალურ თემებზე საუბრის ნაცვლად, აგებს ტყუილს და რეალობა რჩება გვერდზე.


„უნაკლო ხელისუფლება, ჩვენ კი არა, არ ყოფილა და არც იქნება ალბათ მსოფლიოში, არცერთ ქვეყანაში. ყველას აქვს ნაკლი, ხარვეზი, ყველგან არის კორუფცია რაღაც ხარისხით, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველგან არის ნაკლოვანებები, გადაცდომები, დანაშაულიც კი და ა.შ. რაღაც რგოლში, ზევით არ არის, შუაშია, სადღაც არის ხომ? ამაზე რეალურზე რომ არ ლაპარაკობ არასდროს, დღენიადაგ იგონებ რაღაც ამბებს, ამ შენ გამოგონილ ამბებზე ბრაზდები, ოპოზიცია რომ გქვია და ამ გაბრაზებულზე ხან მიტინგს აწყობ, ხან ამერიკულ კანონს რუსულს დაარქმევ, ვიღაცას დააბრალებ კორუფციას და ამ დაბრალებულზე ბრაზდები, სიმართლე მოძებნონ სადმე და იმაზე ერთად მოვახდინოთ რეაგირება. პატიოსან კაცს რომ კორუფციას აბრალებ იმაზე რა რეაგირება უნდა მოახდინო.


რეალურ კორუფციას მიაგენი და რეალურზე ილაპარაკე, მაგრამ რეალურის ხარისხი შეიძლება არ არის იმხელა და ამიტომ არ მიყვები იმ რეალურ ქეისებს. შენ არ გაწყობს, რომ ის კი არ იყოს ვიღაც მაღალი რანგის თანამდებობის პირი კორუფციაში, ეს არ გაწყობს და შეიძლება იცოდნენ კიდევაც სადღაც შუა რგოლში ვიღაც რაღაც ისეთ საქმიანობას ჩადის, რაც კორუფციულ ელემენტებს შეიცავს. საერთოდ არ გაწყობს იმაზე ლაპარაკი ოპოზიციაში რომ ხარ, როგორც ჩანს და მაინც და მაინც ლიდერებს უნდა მიადგე და დააბრალო. ამას ხომ ტყუილზე აგებ? შენ გინდა დიდი მასშტაბი, აგებ ტყუილზე და რეალობა გრჩება გვერდზე, მავნებლობაა ხომ ჩვეულებრივი?! შესაბამისად, რეალურზე რომ გადიოდეს იმას რეალური შედეგები მოყვება“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.