გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ანსამბლ "ძირიანის" გარდაცვლილი წევრის ნიკა გაგნიძის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

5-01-2024

ონის მუნიციპალიტეტში, პატარა ნუცა გაგნიძეს, რომელიც ანსამბლ "ძირიანის" გარდაცვლილი წევრის ნიკა გაგნიძის შვილია, უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს - "პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმე, სიმძიმე გამოწვეულია თირკმლის პოლიცისტური დაავადებითა და ღვიძლის პოლიცისტიზით. დადასტურებულია მეოთხე ტიპის თირკმლის პოლიცისტური დაავადება ღვიძლის პოლიცისტური დაავადებით".


ყოველი დღე გადამწყვეტია, პატარა ნუცას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა და ოპერაცია.


ანსამბლის "ძირიანის" წევრები ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები 2022 წელს ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ.


ნიკა გაგნიძეს დარჩა 2 მცირეწლოვანი შვილი - ნუცა და ანდრეა.


ვინაიდან ოპერაცია არ კეთდება საქართველოში, ამიტომ საჭიროა ბავშვის საზღვარგარეთ სასწრაფოდ გადაყვანა. სამედიცინო ხარჯები ფინანსურად დიდ რესურსს მოითხოვს, ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:


საქართველოს ბანკის ანგარიში: მიმღები სალომე ქოჩლაძე

GE36BG0000000469369000

ლიბერთი ბანკის ანგარიში: მიმღები გვანცა ქოჩლაძე #GE19LB0711189587982000

თიბისი ბანკის ანგარიში: მიმღები ლია თაბუკაშვილი #GE64TB7429845061600004