გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რევაზ ლომინაძე: პრემიერი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და ექნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები

16-01-2024

დავოსის წლევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძემ განაცხადა.


მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და ექნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები.


„დელეგაციაც წარმომადგენლობითია, მასში იქნებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ილია დარჩიაშვილი.


იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო აღმოჩნდა, იგულისხმება სხვადასხვა მიმდინარე კონფლიქტები და ეკონომიკური სირთულეები, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ასეთ ფორუმში უაღრესად მნიშვნელოვანია.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და ექნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები", - განაცხადა რევაზ ლომინაძემ.