გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სარჩელი ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წინააღმდეგ - რას ედავება მშობელი სოციალურ მუშაკს

16-01-2024

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს სსიპ  სახელმწიფო ზრუნვისა  და ტრეფიკინგის  მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრის წინააღმდეგ, არასრულწლოვანი ბავშვების მშობელი, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

 

მშობელმა, რომელსაც აღნიშნულ სააგენტოსთან შეხება უკვე რამდენიმე თვეა აქვს, საინფორმაციო-შემეცნებით პორტალ NSP.GE - სთან საუბარში ჯერჯერობით ვინაობის დასახელება არ ისურვა, თუმცა აცხადებს, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში, აპირებს პრესკონფერენცია მოიწვიოს და მისი პოზიცია კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, საზოგადოებას ამ გზით გააცნოს.

 

მისივე თქმით, საქმე ეხება სოციალურ მუშაკ სალომე ჯიოშვილს, რომელმაც ბავშვის საუკეთესო ინტერესები არათუ დაიცვა, არამედ მთელი რიგი ფაქტების იგნორირება მოახდინა, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მცირეწლოვანი ბავშვების უსაფრთხოება.


ჩვენი რესპონდენტის განცხადებით, საქმეს ასევე სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და მისი დასკვნა/რეკომენდაცია, საზოგადოებას ოპერატიულად ეცნობება.


"ამჟამად ვიმყოფები განქორწინების პროცესში. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ოჯახურ დავაში ჩართული იყო  საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს სსიპ  სახელმწიფო ზრუნვისა  და ტრეფიკინგის  მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკი სალომე ჯიოშვილი, რომელმაც განახორციელა ვიზიტი ჩემ ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილას, ვინაიდან, შესაძლო პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით, ჩემ საკუთარ სახლში დროებით არ ვცხოვრობ.

ჩემ საცხოვრებელ სახლში ამჟამად ცხოვრობს ყოფილი მეუღლე და უმცროსი შვილი.


მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი სალომე გავაფრთხილე, რომ ჩვენი საუბარი იწერებოდა, მან პრაქტიკულად სრული იგნორირება მოახდინა ისეთი ფაქტებისა, როგორიც არის ბავშვების მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა, ძალადობა და ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, რასაც შესაძლოა ბავშვების ინფექციური დაავადებები გამოეწვია.


აგრეთვე, სალომე ჯიოშვილი, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო ნეიტრალური მხარე, ინტერესდებოდა სასამართლოში მიმდინარე საქმის მატერიალური დეტალებით, მობილური ტელეფონების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებით და ასე შემდეგ, რაც მის კომპეტენციას ნამდვილად არ შეადგენდა.

გარდა ამისა, რჩებოდა აღქმა, რომ სალომე ჯიოშვილი, გასაუბრების დროს იჩენდა დაინტერესებას როგორც მხარე, რაც საბოლოო ჯამში აისახა კიდევაც მის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ დასკვნაში.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოცმუშაკი სალომე ჯიოშვილი დასკვნაში ბავშვის სახელს სხვადასხვანაირად მოიხსენიებს, რაც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ მან აღნიშნული დასკვნა უბრალოდ სხვა, ძველი დასკვნის გადაკეთების შედეგად შეიმუშავა, რასაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს" - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.


მისივე თქმით, ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური დოკუმენტის შესაძლო გაყალბების ფაქტის გამოძიების თხოვნით მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა, თუმცა, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, საგამოძიებო სამსახურმა განცხადება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს სსიპ  სახელმწიფო ზრუნვისა  და ტრეფიკინგის  მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრს გადაუგზავნა.


როგორც ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, დაახლოებით ორი თვეა მისთვის აღნიშნული ცენტრიდან არავის უცნობებია მიმდინარეობს თუ არა საკითხის შესწავლა.

ამის შემდეგ, მშობელმა, უშუალოდ განცხადებით მიმართა ცენტრს, სადაც მოითხოვა კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება და აგრეთვე, ინფორმაცია, რატომ არ აცნობეს მას საგამოძიებო სამსახურის წერილზე რეაგირების შესახებ დაახლოებით ორი თვის განვალობაში, თუ ასეთი რამ მოხდა.


"იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უწყება არ მოახდენს დროულ რეაგირებას ჩემ განცხადებაზე, რაც განსაზღვრულია შესაბამისი კანონმდებლობით, მივმართავ სასამართლოს, რათა დაცული იყოს როგორც ჩემი, ასევე სხვების შვილების ინტერესები სამომავლოდ.


აგრეთვე, არ გამოვრიცხავ, რომ საქმეში ჩაერთოს სხვა კომპეტენტური უწყებები, შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიზნით" - აცხადებს რესპონდენტი ჩვენთან საუბარში.