გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ რომ ამტკიცებდა, სააკაშვილს კლავენო და „წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ საპირისპირო დასკვნა რომ დადო, გამოვიდნენ ახლა და ან ბოდიში მოიხადონ, ან თქვან, რომ იტყუება ეს ორგანიზაცია

20-01-2024

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რაც წერია „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნაში, ძალიან კარგად წაიკითხა საზოგადოებამ - რომ მისი ყველა უფლება დაცულია“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილს კლინიკაში აწამებდნენ, ბოდიში უნდა მოიხადონ.


„ერთადერთი, რაც „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნაში ეწერა, რომ თურმე სააკაშვილს მარტოობა თრგუნავს, ეს მისი არჩევანია - რომ მასთან არავინ ყოფილიყო. დანარჩენი, ყველაფერზე წერია, რომ მისი ყველა უფლება დაცულია. არც ერთი სამედიცინო შენიშვნა არ დაუწერია ამ კომისიას.


„ნაცმოძრაობის“ წევრებსა და მხარდამჭერებს დემარშები რომ ჰქონდათ ევროპარლამენტში, იმასთან დაკავშირებით, რომ აქ თურმე აწამებდნენ და კლავდნენ სააკაშვილს, ახლა საპირისპირო დასკვნა რომ დაიდო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, გამოვიდნენ და ან ბოდიში მოიხადონ, ან თქვან, რომ იტყუება ეს ორგანიზაცია.


სასამართლომ სააკაშვილს სასჯელის მოხდა ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ, შესაბამის საპყრობილეში, სადაც უნდა გადავიდეს, შესაბამისი უწყებების და ექიმების დასკვნის საფუძველზე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.