გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი შალვა ნათელაშვილზე: დიდი ხანია პოლიტიკური ალღოც და რეიტინგიც დაკარგული აქვს, შესაბამისად, უზრდელობით და უნიჭო შაირებით გამორჩევა

29-01-2024

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, შალვა ნათელაშვილის განცხადებას, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს, სოციალურ ქსელში აფასებს.


ექსპერტის თქმით, ნათელაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევამ მასხარა გაახსენა, რომელიც თავს ლომს უყოფს ხახაში.


მისივე თქმით, ნათელაშვილის მცირე პოლიტიკური წონის გამო, მისი წინადადება დებატების შესახებ სასაცილოა.


“ცირკში ყველაზე უფრო ბავშვობაში კლოუნები, იგივე მასხარები მიყვარდა, ალბათ იმიტომ რომ მაგრად მამხიარულებდნენ, მაცინებდნენ-თან ძალიან მაგარი დონის მსახიობები იყვნენ, უმეტესობა ასევე ჟონგლიორობდა, აკრობატობადა, ან სულაც ლომს ან ვეფხვს უყოფდა თავს ხახაში...


ეს ყველაფერი კი ქართული პოლიტიკის მასხარამ და ბილწსიტყვაობით გამორჩეულმა შალვა ნათელაშვილმა გამახსენა. ამ სუბიექტს დიდი ხანია პოლიტიკური ალღოც და რეიტინგიც დაკარგული აქვს, შესაბამისად პოლიტიკოსისგან ყოვლად შეუფერებელი უზრდელობით და უნიჭო შაირებით გამორჩევა. ბიძინა ივანიშვილის დებატებში მის მიერ გამოწვევა კი სწორედ ის კლოუნი გამახსენა ლომს რომ უყოფს თავს ხახაში, ოღონდ იმ კლოუნმა იცოდა რომ ლომი არ შეახრამუნებდა.


აქ კი იმ სიტუაციასთან გვაქვს საქმე რომ სად ბიძინა და სად შალვა...სად ცალია ბიძინა ივანიშვილს სადაც კი სადმე პოლიტიკური მასხარა გამოჩნდება ყველას ელაპარაკოს?! სპორტში წონით კატეგორიების მიხედვით ხდება ფალავანთა შეჯიბრი, აქ კი იმდენად მცირე პოლიტიკური წონა აქვს შალვა ნათელაშვილს, რომ უბრალოდ სასაცილოა, თანაც ზედმეტად არასერიოზულია, მისი ლექსიკაც პოლიტიკოსისას ძალიან აცდენილია და ფალავნობაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია!” - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.