გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი სახელისუფლებო ცვლილებებზე: მავნებლების „სიხარული", რომელიც „მესის" - „რონალდოთი" ჩანაცვლებას, თუ პირიქით, მოწინააღმდეგის მარცხად ასაღებს „ავლიპ ზურაბაშვილის პრემიის" ნომინაციათა სფეროს განეკუთვნება

29-01-2024

„მედროვეთა და მოღალატეთა გამოვლენის პერიოდს, ანაცვლებს პარტიული და სამთავრობო სტაბილურობის ხანა” – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოსალოდნელ სახელისუფლებო ცვლილებებს, რომლის თანახმად, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ საქმიანობას გააგრძელებს.


„როდესაც გუნდში რამდენიმე ძლიერი მოთამაშე გყავს, სადაც „ლიდერშიპის” როტაცია თამამად შეგიძლია, სადაც მმართველი ხელისუფლების გაძლიერებას ვერც სამთავრობო და ვერც პარტიულ დონეზე ვერაფერი ემუქრება, ეს წარმატების საწინდარია.


როდესაც პარტიულ და სამთავრობო “ტურბულენტობის” ეპოქას, მედროვეთა და მოღალატეთა გამოვლენის პერიოდს 2016 და 2021 წლებში, ანაცვლებს პარტიული და სამთავრობო სტაბილურობის ხანა, რომელმაც ქვეყნის უახლოეს ისტორიაში კონცენტრირებულად უმძიმეს მოვლენებს გაუძლო: პანდემია, ხელისუფლების გადატრიალების არაერთი მცდელობა, საპარლამენტო საბოტაჟი, “ენ-ჯე-ო”-ს ჯანყი, ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა და ა.შ. – მომავლისკენ იმედის თვალით ყურების შესაძლებლობა უფრო თამამად გეძლევა.


ხოლო მრავალგზის დამარცხებული მავნებლების “სიხარული”, რომელიც “მესის” – “რონალდოთი” ჩანაცვლებას, თუ “რონალდოს” – “მესითი”, მოწინააღმდეგე გუნდის მარცხად ასაღებს – კვლავინდებურად, სამწუხაროდ არარსებული “ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის პრემიის” ნომინაციათა სფეროს განეკუთვნება. წარმატებები ორივე ირაკლის! ორივე – გვეიმედებით!” – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.