გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამიაზე: მისი „ტვინის" ამ კოლოსალურ მუშაობას აშკარად აკლდა დილემის გადაჭრა: "ჩიხირთმა ჯობია თუ ბოზბაში"

2-02-2024

„ქართული ოცნების" 20-წუთიანმა ყრილობამ მის გონებრივ "ფაზებს" შორის ისეთი ფატალური გადაადგილება გამოიწვია, რომ ჰუმანურობაც კი მოითხოვდა დღევანდელი ღონისძიების ესოდენ მოკლე ქრონომეტრაჟს - ერთსაათიან ხანგრძლივობას, საჭადრაკო დაფაზე "ჩაპაევის" თამაშს მიჩვეული "ინტელექტი" ვერ გაუძლებდა,“ - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობის შედეგებზე ნიკა გვარამიას კომენტარი.


„ბეისბოლისტის მიერ საჭადრაკო პარტიის გარჩევა თუ შეგხვედრიათ? დღეს ნიკა გვარამიამ შემოგვთავაზა. "ქართული ოცნების" 20-წუთიანმა ყრილობამ მის გონებრივ "ფაზებს" შორის ისეთი ფატალური გადაადგილება გამოიწვია, რომ ჰუმანურობაც კი მოითხოვდა დღევანდელი ღონისძიების ესოდენ მოკლე ქრონომეტრაჟს - ერთსაათიან ხანგრძლივობას, საჭადრაკო დაფაზე "ჩაპაევის" თამაშს მიჩვეული "ინტელექტი" ვერ გაუძლებდა. თავის დროზე საჭადრაკო ტურნირზე, ერთდროული სეანსის დროს, ოსტაპ ბენდერმა თავის მოწინააღმდეგეებს მისთვის ერთადერთი ცნობილი დებიუტი შესთავაზა: е2е4. ამით მოგების დიდი იმედი არ ჰქონდა - უბრალოდ, ჩვეულებისამებრ, მისით აღფრთოვანებულ თაყვანისმცემლებს უბრალოდ "აბოლებდა".


ხოლო ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ საჭადრაკო პარტიას, "ბეისბოლისტმა" გვარამიამ შემდეგნაირი კომენტირება მიაყოლა: კობახიძე ღარიბაშვილის მინისტრების პრემიერია? პრობლემა მხოლოდ მარტო წასულ ღარიბაშვილში იყო? კლანური ურთიერთდაპირისპირებებით ბიძინას დაშანტაჟება უკვე შესაძლებელია? მისი "ტვინის" ამ კოლოსალურ მუშაობას აშკარად აკლდა დილემის გადაჭრა: "ჩიხირთმა ჯობია თუ ბოზბაში" და ასევე "პუანკარეს განტოლების" ამოხსნის გვარამისეული ვარიანტი...“ - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.