გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის მერმა მოსახლეობასთან შეხვედრები დოესის და ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართა

3-02-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრები დოესის და ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართა.

 

შეხვედრის მიზანი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იყო.

 

მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ შეხვედრაზე პრიორიტეტების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

სოფლის მაცხოვრებლებმა შეხვედრებზე საპროექტო წინადადებები დაასახელეს, განსახორციელებელი პროექტები კი ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეარჩიეს.

 

პროგრამის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები 16 თებერვალს დასრულდება.

 

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2024