გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპის მერის პირველი მოადგილე ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეძმისხევის, ახალსოფლის, ჭყოპიანის, კაპრაშიანის, გარიყულას და ერთაწმინდის მოსახლეობას შეხვდა

4-02-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი და საკრებულოს დეპუტატები ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეძმისხევის, ახალსოფლის, ჭყოპიანის, კაპრაშიანის, გარიყულას და ერთაწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ.

 

შეხვედრებზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შესარჩევი პროექტები განხილეს, რომელიც ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობის მიხედვით შეარჩიეს.

 

მოსახლეობამ არჩევანი საუბნო გზებზე, სანიაღვრეს მოწყობა - მოხრეშვაზე, გარეგანათებისა და სკვერის მოწყობაზე გააკეთა.

 

ამასთან ერთად, დავით ქისიშვილმა სოფელ ერთაწმინდის მოსახლეობას საქართველოს მთავრობის განკარგულება გააცნო, რომლის თანახმად მიმდინარე წელს სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები იწყება.

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ პროექტების შერჩევა დამოკიდებულია მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპზე, სადაც მოქალაქეები თავად ირჩევენ განსახორციელებელ პროექტებს.

 

პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციული ერთეულის ყველა სოფელში გაიმართება.