გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ამერიკელი ტელეწამყვანი ტაკერ კარლსონი: დასავლური მედია კორუმპირებულია და ატყუებს მთელ მსოფლიოს, ამერიკელთა უმეტესობას კი წარმოდგენა არ აქვს, რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში ან რა გეგმები აქვს

7-02-2024

ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად მოსკოვში იმყოფება. ის ამ გადაწყვეტილების გამო აშშ-ში კრიტიკის ობიექტი გახდა. ჟურნალისტი X-ზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუ მიზანშეწონილად მიიჩნია.


ჟურნალისტი ამბობს, რომ ასეთი ინტერვიუ სარისკო იყო, მაგრამ ამის გაკეთება გადაწყვიტა, რადგან პირველ რიგში, ეს მისი საქმეა და მსოფლიოს ინფორმირება მისი მოვალეობაა.


კარლსონის თქმით, უკრაინის ომიდან ორი წლის შემდეგ ამერიკელთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რატომ ხდება ეს ან რა ხდება რეგიონში. მისივე თქმით, უკრაინის ომმა მსოფლიო ბალანსში სერიოზული ცვლილებები და გლობალური გეოპოლიტიკური ლანდშაფტის რესტრუქტურიზაცია გამოიწვია. დოლარის კურსის შესუსტება კი ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგია.


დასავლური მედია, კარლსონის მტკიცებით, კორუმპირებულია და ატყუებს მთელ მსოფლიოს. ამერიკელთა უმეტესობას კი წარმოდგენა არ აქვს, რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში ან რა გეგმები აქვს.