გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: გაგრძელდება სპორტის მხარდაჭერა, სპორტის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა, ახალი ინვესტიციების ჩადება სპორტის განვითარებაში

7-02-2024

სპორტის სფეროში გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები, უპრეცედენტო პროგრესი შედეგების თვალსაზრისით და ბუნებრივია გაგრძელდება სპორტის მხარდაჭერა, სპორტის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა, ახალი ინვესტიციების ჩადება სპორტის განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განახადა.


კობახიძის თქმით, დაგეგმილია მთელი რიგი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა სპოrტის სხვადასხვა სახეობაში.


„რა თქმა უნდა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ დამსახურებულ სპორტის მუშაკებს, ვეტერან სპორტსმენებს, მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მათთვის საგანგებო სოციალური მხარდაჭერის პროგრამები იქნება უზრუნველყოფილი და განხორციელებული. ასევე გაგრძელდება მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ - აღნიშნა კობახიძემ.