გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: სანამ "ნაცების" მესამე პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] აგრძელებს მოსახლეობის "დაბოლებას" ოჩამჩირეში არარსებული სამხედრო-საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის თაობაზე - ანაკლიის პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს

7-02-2024

"სანამ "ნაცები" და მათი მესამე პრეზიდენტი მოჩვენებით წისქვილებთან ბრძოლით არიან დაკავებული, საქართველოს ჯანსაღი ნაწილი თავისი მომავლის უკეთეს პერსპექტივებზე უნდა ზრუნავდეს" - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.


მისი თქმით, ანაკლიის ნავსადგურის აშენება შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას ტოკიოდან ლისაბონამდე ტვირთბრუნვა გაზარდოს 100 მილიონ ტონამდე/წელიწადში.


"სანამ "ნაცების" მესამე პრეზიდენტი აგრძელებს მოსახლეობის "დაბოლებას" ოჩამჩირეში არარსებული სამხედრო-საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის თაობაზე - ანაკლიის პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს. პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკური სარგებლის და მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. თუმცა, ამავდროულად, ქვეყნის შიდა თუ გარე მტრების "ჯინაზეც".


არანაირი დასტური ოჩამჩირეს "ფეიკ-ფობიური" ისტერიის თაობაზე არ არსებობს. დღეს პრობლემას არ წარმოადგენს, არც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ახლობლებთან დაკავშირება და მათგან ინფორმაციის გადამოწმება. რაც შეეხება ანაკლიას, ამ ნავსადგურის აშენება შესაძლებლობას მისცეს ქვეყანას ტოკიოდან ლისაბონამდე ტვირთბრუნვა გაზარდოს 100 მილიონ ტონამდე/წელიწადში.


სანამ "ნაცები" და მათი მესამე პრეზიდენტი მოჩვენებით წისქვილებთან ბრძოლით არიან დაკავებული, საქართველოს ჯანსაღი ნაწილი თავისი მომავლის უკეთეს პერსპექტივებზე უნდა ზრუნავდეს. რაც შეეხება ამ პროექტის პოტენციურ ინვესტორს, ჩინეთის შესაძლო მონაწილეობაზე ამ მშენებლობაში ისე "აღშფოთებულად შფოთავენ", თითქოს ამერიკული ან ბელგიური მსურველი კომპანიები იდგა რიგში და ჩვენ მათი ბლოკირება მოვახდინეთ..."- წერს ქართველიშვილი.