გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

8-02-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იანვარის თვეში, აჭარასა და სამეგრელოში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბესელაშვილებში (კლდისუბანი), მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ლენტური ტიპის სახერხი საამქრო უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი.


2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლენილია სამეგრელოში. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ  წყემში, მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.


ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.