გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 106 წლისაა

8-02-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თსუ 106 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ პანთეონში უნივერსიტეტის დამფუძნებლების საფლავები ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეო ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაციამ.


თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, 1918 წლის 8 თებერვალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში.


„ვულოცავ ყველას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 106 წლის იუბილეს. უნივერსიტეტის დაარსება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან, უნივერსიტეტი იქცა არა მხოლოდ განათლების ცენტრად, არამედ, ზოგადად, მეცნიერების განვითარების მთავარ კერად მე-20 საუკუნის საქართველოში. მაგრამ ყველაზე უფრო ნიშანდობლივი მაინც ის არის, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს უნივერსიტეტი ინარჩუნებდა მთავარ ნაციონალურ იდეას, რომელზეც გასული საუკუნის 90-იან წლებში ახალი სახელმწიფო დაფუძნდა. სწორედ ესაა უნივერსიტეტის უპირველესი მისია,“- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.


დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ უმაღლესი განათლების ფლაგმანია საქართველოში. თსუ 30-მდე კორპუსში, მათ შორის 12 სასწავლო კორპუსში, 7 ფაკულტეტის 240 საგანმანათლებლო პროგრამაზე, 25 ათასამდე სტუდენტი სწავლობს და 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია განთავსებული.

აღნიშნულ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.