გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი კობახიძეს: მიუხედავად იმისა, რომ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი არ ვარ, მცხეთა ჩემთვის მუდმივი საზრუნავია და გთხოვთ მხარდაჭერას

8-02-2024

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილებოდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს რამდენიმე კითხვით მიმართა.


დიმიტრი ხუნდაძემ ქალაქ მცხეთის საჭიროებებზე ისაუბრა და დაინტერესდა, თუ რა ბედი ეწევა კონკრეტულ პროექტებს.


„მიუხედავად იმისა, რომ ამ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი არ ვარ, ჩემი მუდმივი ზრუნვის საგანია მცხეთა და ამიტომ მინდა ყურადღება გაგამახვილებინოთ რამდენიმე პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი არის მცხეთის ხიდი, რომელზეც ამ ტრიბუნიდან არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ეს პროექტი პრობლემური გახდა. დაახლოებით ცხრამილიონიანი პროექტია და დღემდე ვერ დასრულდა, არადა რამდენიმე წლის წინ უნდა დასრულებულიყო. იყო პირობაც, რომ გააქტიურდებოდა ეს მშენებლობა, მაგრამ ბოლო პერიოდში მხოლოდ რამდენიმე დღით თუ გამოჩნდებიან ხოლმე ადგილზე მშენებლები და შემდეგ იკარგებიან.


მეორე საკითხი, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის მცხეთის იუსტიციის სახლი. თითქოს ყველა მონაწილე მხარე შეთანხმებულია, რომ ეს პროექტი უნდა შესრულდეს, მაგრამ აქაც რატომღაც ფერხდება სამუშაოების დაწყება.

 

აქვე აღვნიშნავ, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტი. კერძოდ, მცხეთას არ ჰქონდა მუზეუმი და ახლა აქვს, მაგრამ მის გახსნასთან დაკავშირებით მინდა თქვენც და თქვენს გუნდსაც გთხოვოთ, რომ დროულად მოხერხდეს მუზეუმის გახსნა, რათა ადგილობრივ მოსახლეობასაც და ტურისტებსაც ვაჩვენოთ ჩვენი დიდი კულტურა და მუზეუმში დაცული არტეფაქტები მხოლოდ შენახული არ იყოს და არ დაზიანდეს.

 

მცხეთის N1 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით განათლების მინისტრთან კარგი კომუნიკაცია იყო და ამ საკითხზე ვაგრძელებთ მუშაობას. უბრალოდ, მთხოვეს ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ ეს თემა აქაც გამეჟღერებინა და მათ თხოვნას ვასრულებ.

 

და ბოლოს, როგორც იქნა პოზიტიურად დაიძრა მცხეთის მორატორიუმის საკითხი. მხარეები შევთანხმდით, რომ საბოლოო დოკუმენტი უნდა ჩამოყალიბდეს. მინდა, გუნდის თითოეულ წევრს ვუთხრა მადლობა, განსაკუთრებით, ბატონ ლევანს, რომელიც ბოლო პერიოდში ხელმძღვანელობდა ამ ჯგუფს. ასევე, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ადგილმონაცვლეობისთვის უკვე გამოყოფილია ფართები და პირველივე შესაძლებლობისთანავე ისარგებლონ. გენერალური გეგმა უნდა დავამტკიცოთ და თქვენს გუნდს მინდა ვთხოვო, ეს საკითხი, რომელიც უკვე პოზიტიურ რელსებზეა გადასული, ბოლომდე მივიყვანო,“- განაცხადა ხუნდაძემ.

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის პასუხით, ყველა დასახელებულ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება.

 

„მცხეთის ხიდს რაც შეეხება, აქტიურად გრძელდება სამუშაოები და წლის ბოლომდე დასრულდება მშენებლობა. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება პროგრესი. იუსტიციის სახლს რაც შეეხება, დარჩენილია „იუნესკოს“ დასკვნა და ამის შემდეგ შეიძლება საბოლოოდ დასრულდეს ეს პროექტი. მუზეუმის გასახსნელადაც აქტიურად წარიმართება სამუშაოები და სექტემბრისთვის შეიძლება ყველაფერი დასრულდეს, მათ შორის, ტექნიკის შეძენაც. პირველ სკოლასთან დაკავშირებით გრძელდება მუშაობა. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი გვექნება და სათანადო ვადებში დასრულდება პროექტები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.