გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დაჩი ბერაია ირაკლი კობახიძეს: თქვენი განცხადებაა - „არც ერთი „ნაცი“ არც ერთ სტრუქტურაში“, პრემიერ-მინისტრობის პერიოდშიც თუ გააგრძელებთ ამ პრინციპით მოქმედებას?

8-02-2024

„ნაცმოძრაობის“, ამ მოღალატე ძალის წარმომადგენლებს განარიდებთ თუ არა სხვადასხვა სტრუქტურას?“, - ამ კითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


დაჩი ბერაიამ ირაკლი კობახიძეს შეახსენა თავისივე სიტყვები - „არც ერთი „ნაცი“ არც ერთ სტრუქტურაში“ და პრემიერის თანამდებობაზე ყოფნისას „ნაცმოძრაობის“ მიმართ ამ პოლიტიკის გატარება სთხოვა.


„რამდენიმე დღეა „ნაცმოძრაობა“ აქტიურად ცდილობს აკადემიური და კონსტრუქციული პოლიტიკოსების იმიჯი მოირგოს. თუმცა ქართველ ხალხს, უმრავლესობის წევრებსაც და საზოგადოებასაც ძალიან კარგად ახსოვს მათი მოღალატეობრივი ქმედებები, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის, ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროს.


ამ ყველაფრის ფონზე მინდა თქვენი განცხადება გავიხსენო, რომელშიც ბრძანეთ: „ჩვენი პრინციპი მარტივია - არც ერთი „ნაცი“ არც ერთ სტრუქტურაში. ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც.“


პრემიერ-მინისტრობის პერიოდშიც თუ გააგრძელებთ ამ პრინციპით მოქმედებას და ამ მოღალატე ძალის წარმომადგენლებს განარიდებთ თუ არა სხვადასხვა სტრუქტურას, რათა მათ ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდეთ მომავალში რაც შეიძლება ცოტა დაუშავონ ჩვენს სახელმწიფოსა და ხალხს“, - განაცხადა დაჩი ბერაიამ.


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის პასუხით, პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული პარტიის წევრები უნდა მოხვდნენ თუ არა სხვადასხვა სტრუქტურაში.


„თავის დროზე, ეს განცხადება როგორც პარლამენტის წევრმა, ისე გავაკეთე. ძირითადად, პარლამენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, უნდა მოხვდნენ თუ არა ამ კონკრეტული პარტიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურაში თანამდებობებზე, მათ შორის, საპარლამენტო თანამდებობებზე, თუ დამოუკიდებელ სტრუქტურებში. მთავრობა ნაკლებად არის ამ ყველაფერში ჩართული. თუმცა, ჩემი მიდგომა რჩება ძალაში და ჩემი განწყობა-დამოკიდებულება რჩება იგივე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.