გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: ვაშაძე, დემოგრაფიული კატასტროფა მაშინ დაიწყო ქვეყანაში, სააკაშვილის ხელისუფლებაში რომ ნებივრობდით და ფეხებზე გეკიდათ შობადობაც და მიგრაციაც. ახლაც არ გადარდებთ, მაგრამ საარჩევნოდ გჭირდებათ და ამიტომ ყეფთ

8-02-2024

“მიგრაცია 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი სწორედ სააკაშვილი-ვაშაძის მმართველობის დროს იყო. ქვეყანა მაშინ დაიცალა სწორედ ხალხისგან და არა დღეს,” - ამის შესახე “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.


იგი პასუხობს ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძის კრიტიკას ხელისუფლების დემოგრაფიული პოლიტიკის საკითხზე და აღნიშნავს, რომ ვაშაძეს და მის თანაგუნდელებს დემოგრაფიული პრობლემები საერთოდ არ ადარდებთ, უბრალოდ ეს თემა საარჩევნოდ სჭირდებათ.


“ნაცმოძრაობის უსირცხვილო სახემ გიორგი ვაშაძემ კიდევ ერთხელ ახსენა დემოგრაფია და მათ შორის, ჩვენი ფონდიც, რომელმაც ბევრი სიკეთე გაუკეთა ქვეყანას. ამაზე დეტალურად ბევრჯერ ვისაუბრე, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრჯერ არ მითქვამს ვაშაძის და მისი სისხლიანი მთავრობის მიერ გაკეთებული “საგმირო საქმეები”. დემოგრაფიულად სწორედ ვაშაძე-სააკაშვილის ხელისუფლებამ მოცელა საქართველო.


პირველი ის, რომ მიგრაცია 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი სწორედ სააკაშვილი-ვაშაძის მმართველობის დროს იყო. ქვეყანა მაშინ დაიცალა სწორედ ხალხისგან და არა დღეს. რეპროდუქციული ასაკის მქონე ახალგაზრდები ციხეებში გამოამწყვდიეს, ზოგი აწამეს, ზოგი გააუპატიურეს. ახალგაზრდა ბიჭები ქუჩებში ჩაგვიცხრილეს.


ესეც არ გვაკმარეს და აგვისტოს ომში ქართული გენი გაანადგურეს. მრავალშვილიანი დედის სტატუსი გააუქმეს, მარტოხელა დედებს 5 ლარიც მოუხსნეს, სკოლების ოპტიმიზაცია მოახდინეს და სოფლები მთლიანად დაცალეს მოსახლეობისგან. მათი მმართველობის დროს 276 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა მოსახლეობისგან. ადამიანები უფულობისგან კვდებოდნენ და ექიმთან ვერ მიდიოდნენ. რომელი ერთი ჩამოვთვალო…


ვაშაძე, დემოგრაფიული კატასტროფა მაშინ დაიწყო ქვეყანაში, სააკაშვილის ხელისუფლებაში რომ ნებივრობდით და ფეხებზე გეკიდათ შობადობაც და მიგრაციაც. ახლაც არ გადარდებთ, მაგრამ საარჩევნოდ გჭირდებათ და ამიტომ ყეფთ. თქვენი დრო წავიდა და აღარასდროს დაბრუნდება სწორედ მაგიტომ, რომ ამ დონის უზნეო და მატყუარები ხართ. თქვენ ვეღარასდროს გაეკარებით ხელისუფლებას” - წერს ჩიბურდანიძე.