გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოთარ შამუგია: სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ უპასუხისმგებლო განცხადებებს და სპეკულაციებს, თითქოს მომხდარი სტიქია წინასწარ პროგნოზირებული იყო

10-02-2024

„სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ უპასუხისმგებლო განცხადებებს და სპეკულაციებს, თითქოს მომხდარი სტიქია წინასწარ პროგნოზირებული იყო და სახელმწიფომ არაფერი გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე და განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ასეთ ვითარებაში, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს კეთდება მსგავსი ტიპის განცხადებები“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, რომელიც დღეს, პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობს ადგილზე გაეცნო.


მინისტრის განცხადებით, არსებობს ისეთი ტიპის სტიქიური პროცესები, რომლის პროგნოზირება და პრევენცია მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევებში შეუძლებელიც.


ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა , მიმდინარე დღეებში, დაახლოებით ორასამდე სახლი შეაფასეს და 90-ზე მეტი რეკომენდაციაა გაცემული მცხოვრები ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით. გეოლოგებიადგილზე რჩებიან და მონიტორინგი ვითარების დასტაბილურებამდე გაგრძელდება.


„ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ის პროცესები, რომელიც დაწყებული გვაქვს წლების წინ, რაც შეეხება ქვეყანაში მონიტორინგის სისტემების განვითარებას, შესაბამისი სამსახურების გაძლიერებას. ეს წლების წინ დავიწყეთ, ფაქტობრივად მოშლილი იყო მთელი სისტემა და გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები,“- აცხადებს ოთარ შამუგია.