გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: ნიკა გვარამია ჯერ პროკურორი იყო - „რკინის ხელით“ მართავდა სისტემას, შემდეგ ე.წ. ჰიპსტერი გახდა, ახლა კი ქართული პოლიტიკის თანამედროვე აპოთეოზად მოგვევლინა

12-02-2024

„რამდენ კურდღელსაც არ უნდა სდიოს ნიკა გვარამიამ, „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი არ გამოვა, რადგან არსებობს ისტორიული მეხსიერება, არქივი, რომელიც არ იწვის და ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.


ზურაბ ქადაგიძემ ისაუბრა ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გეგმებზე და მას წინასწარ განწირული უწოდა.


„ნუ გავაკეთებთ იმაზე აქცენტს, რომ ნიკა გვარამიას გარემოცვა ახალგაზრდებითაა სავსე - ნიკა გვარამიას გარემოცვა სავსეა მართული „ენჯეოშნიკებით“, ბენეფიციარებით, კონკრეტული დავალების შემსრულებელი ახალგაზრდებით, რომელთაც ავალებენ, რომ თუ საჭიროა აიღონ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და პოლიციას ესროლონ.


2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ეგზისტენციალური საკითხია. ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, რომ პოლიტიკური ველი აბსოლუტურად გაიწმინდოს ისეთი პარაზიტებისგან, როგორიც არის, მაგალითად, ნიკა გვარამია. ის საკუთარი ნაძირლობების გადასაფარად ახლა იმ გარემოცვას მიეტმასნა, რომელიც რებრენდინგს ცდილობს.


გვარამია ჯერ პროკურორი იყო - „რკინის ხელით“ მართავდა სისტემას, შემდეგ ე.წ. ჰიპსტერი გახდა, ახლა კი ქართული პოლიტიკის თანამედროვე აპოთეოზად მოგვევლინა. და რადგან არქივები არ იწვიან და ყველამ კარგად ვიცით, რისი გამკეთებელია ნიკა გვარამია, ძალიან კარგად გამოჩნდება არჩევნებზეც, თუ რისი მაქნისია ის.


„ნაცმოძრაობა“ ახლა ზეწრის გადათრევის პირობებშია - ხაბეიშვილი, მელია თუ გვარამია შეძლებს ამას. თავზე კი სალომე ზურაბიშვილი ადგათ, რომელიც ყველას შეკრებას ცდილობს. შესაბამისად, ორი კურდღლის მადევარი ნიკა გვარამია ვერაფერსაც ვერ დაიჭერს, გარდა მისი კომპრომეტირებული წარსულისა და ახლანდელი პარაზიტული ბუნებისა“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.