გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპის მერმა მოსახლეობასთან კონსულტაციები და კრებები ამჯერად სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართა

13-02-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ტატანაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან კონსულტაციები და კრებები ამჯერად სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მრგვალი ჭალაში, იგოეთში, სამთავისში, ბოჟამსა და თოგოიანში გამართეს.

 

შეხვედრის მიზანი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იყო.

 

ადგილობრივებმა შეხვედრებზე საპროექტო წინადადებები დაასახელეს, განსახორციელებელი პროექტები კი ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეარჩიეს.

 

მოსახლეობის მიერ დასახელებული პროექტები წლის ბოლომდე "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.