გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმი 2024 წლის ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დასახელდა

13-02-2024

European Best Destinations ბათუმს 2024 წლის, ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს.


ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბათუმი, ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას შორის, მეხუთე ადგილს იკავებს. სამოგზაურო პლატფორმა მოგზაურებს 2024 წლისთვის საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, შვეიცარიის პოპულარულ მიმართულებებთან ერთად ბათუმში მოგზაურობას ურჩევს.


„უსაფრთხო, მწვანე, მეგობრული, რომანტიული, მდიდარი გასტრონომიით ბათუმი 2024 წლის ყველაზე მოდურ ტურისტულ მიმართულებად გვევლინება მოგზაურებისთვის, რომლებიც ევროპაში საუკეთესო ფასად საუკეთესო გამოცდილების მიღებით არიან დაინტერესებულები," ნათქვამია სტატიებში, რომლითაც პრესტიჟული გამოცემები Forbes, Wanderlust და Viaggiსამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-ის რეიტინგს ეხმაურებიან. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია, ბათუმზე, როგორც მრავალი ჯილდოს მფლობელ და ევროპაში გამორჩეულ უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებაზე.


სამოგზაურო პლატფორმამ, 2024 წლის ევროპის ტრენდული მიმართულებები, მსოფლიოში მილიონზე მეტი მოგზაურის გამოკითხვის შედეგად დაასახელა.


European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ის აქტიურად თანამშრომლობს ევროკომიისის მიერ აღიარებულ EDEN - ის ქსელის წევრ ტურისტულ მიმართულებებთან (EDEN Network - ტურისტული მიმართულებების ევროპული კავშირი, რომელშიც 90 ევროპული მიმართულება ევროკომისიის მიერ ტურისტული სერვისებისა და გარემოს პატივისცემის საფუძველზეა შერჩეული) და მსოფლიოს მასშტაბით 500-ზე მეტ ტურიზმის ორგანიზაციასთან. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations.com, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას.


European Best Destinations-მა 2020 წელს ბათუმი ევროპის უსაფრთხო მიმართულებებს შორის, ხოლო 2022 წელს „ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად" დაასახელა. აღნიშნულის შესახებ 2022 წელს სტატიები, ისეთმა პოპულარულმა მედიაგამოცემებმა გამოაქვეყნეს, როგორებიცაა Forbes, Conde Nast Traveller, Sapo Brasil, Viaggi Corriere, Yahoo France და Ouest France.