« სექტემბერი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 |
14-02-2024
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც 8 მეწარმე სუბიექტის დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი იყო, საგადასახადო დეკლარაციებში არასრულად ასახავდა დამატებული ღირებულების გადასახადით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ რეალურ ბრუნვას, რის შედეგადაც განზრახ აარიდა თავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით 3 223 000 ლარის გადასახადს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთი ეპიზოდი) და 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (7 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.