14-02-2024
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს – „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“.
კონკურსით დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:UN.Rep@youthagency.gov.ge
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-დან 25 წლამდე (კონკურსის დასრულებამდე კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს) ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება.
კონკურსის მონაწილე კანდიდატი:
გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება:
აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსი – „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ ნაწილია პროგრამისა „გაეროში ახალგაზრდა დელეგატები“, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე სხვა საერთაშორისო პროცესების შესახებ. კონკურსის ერთ-ერთი ამოცანაა ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების გამოწვევების განსაზღვრა და, ზოგადად, გაეროს დღის წესრიგში საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების დაცვა.
მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის შედეგად შერჩეულ წარმომადგენელს მიენიჭება ერთწლიანი მანდატი და 30 000 ლარით დაფინანსდება.
ინფორმაცია ვრცლად კონკურსის მიზნების, წარმომადგენლის ფუნქცია-მოვალეობების, კანდიდატის წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაციის, საკონკურსო თემატიკისა და კონკურსის ეტაპების შესახებ იხილეთ ბმულზე:https://shorturl.at/n0289