გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპის მერი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოკამის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

15-02-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოკამის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების თეზის, ფერმას, ოკამის და ჩანგილარის მოსახლეობას შეხვდნენ.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ადგილობრივებთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

 

შეხვედრებზე, მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით განსახორციელებელ პროექტებზე გადაწყვეტილებები მიიღეს.

 

პროგრამის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები 16 თებერვალს სრულდება.