გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ზალცბურგში გაეცნენ

15-02-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმში MCE Central & Eastern Europe მიიღო მონაწილეობა.

 

ავსტრიაში, ზალცბურგში გამართულ 3 დღიან ფორუმზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროიყო წარდგენილი.

 

 ფორუმის ფარგლებში საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმაშეხვედრები გამართეს ევროპის წამყვან კომპანიებთან, ტურისტული  ბიზნესის წარმომადგენლებლთან და ღონისძიების პოტენციურ დამკვეთებთან.

 

 ფორუმის ფარგლებში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ისრაელის, ბელგიის, რუმინეთის, უნგრეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, სკანდინავიის ქვეყნების და სხვა სახელმწიფოების კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ, გაიმართა პრეზენტაცია  საქართველოს შესახებ.

 

 MCE Central & Eastern Europe-ზე 80-ზე მეტი ტურისტული მიმართულება იყო წარმოდგენილი.