გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მმართველი კომიტეტის რიგით მესამე სხდომა გაიმართა

15-02-2024

წარმოდგენილი იყო პროექტის შვიდი ძირითადი კომპონენტის - ბიომრავალფეროვნების პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო, ჭალის ტყის აღდგენა და განვითარება, ტერიტორიაზე დაფუძნებული კონსერვაცია, ბიომრავალფეროვნების მეინსტრიმინგი, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეროვნული სისტემის გაფართოება, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება - მიზნების მიღწევის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების და მიღწეული შედეგების ანალიზი; ასევე, განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში 2024 წელს დაგეგმილი აქტივობები.


პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მმართველი კომიტეტის რიგით მესამე სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომას საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესი და შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი ესწრებოდნენ.


პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, 2021 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება.


სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის მმართველი კომიტეტის წევრები:გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, დაცული ტერიტორიების, გარემოს ეროვნული და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოების, ბუნების მკვლევართა ქართული საზოგადოება „ორქისის“წარმომადგენლები, ასევე, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის წევრები.