გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: დემოგრაფიაც და მიგრაციაც ოპოზიციისთვის საარჩევნო მანიპულაციაა ხმების მოსაპოვებლად, ჩვენთვის კი რეალური საზრუნავი

15-02-2024

„ნაცების" დროს საქართველოში უკან აღარ დაბრუნდა 247.000 ადამიანზე მეტი. დემოგრაფიაც და მიგრაციაც ოპოზიციისთვის საარჩევნო მანიპულაციაა ხმების მოსაპოვებლად, ჩვენთვის კი რეალური საზრუნავი,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე, რითაც უპასუხა ოპოზიციონერი გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ქვეყნიდან მოქალაქეები მასიურად გარბიან თავის გადასარჩენად. როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, რადიკალური ოპოზიციის მიზანია პოლიტიკაში დეზინფორმაციის გავრცელება, რაც ანგრევს სახელმწიფოს იმიჯს.


„თუკი საზოგადოებრივ ცხოვრებაში დეზინფორმაცია ანგრევს პიროვნების იმიჯს, პოლიტიკაში დეზინფორმაცია ანგრევს სახელმწიფოს იმიჯს. სწორედ ეს არის რადიკალური ოპოზიციის მიზანი და ამას ემსახურება გიორგი ვაშაძის მორიგი, უკვე მერამდენედ გაჟღერებული ტყუილი, თითქოს მოქალაქეები ქვეყნიდან მასიურად გარბიან თავის გადასარჩენად.


ჯერ ერთი, ადამიანების უცხოეთში წასვლა სასწავლებლად, ტურისტულად, სამკურნალოდ თუ სამუშაოდ, არ არის დანაშაული და სწორედ ამიტომ ევროინტეგრაციის გზაზე მივიღეთ გამარტივებული სავიზო რეჟიმი. მეორეც, უცხოეთში წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ იქ ყველა რჩება და არავინ უკან აღარ ბრუნდება. ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველო დატოვა 800.000 მოქალაქემ. ეს არის მისი მხრიდან დეზინფორმაცია, რომელიც მტრობისა და დაპირისპირების სტიმულირებას ახდენს. სიმართლე კი შემდეგია: - „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ ქვეყნიდან, სხვადასხვა მიზნით და დროით, უცხოეთში გაემგზავრა 969.021 ადამიანი, მაგრამ უკან დაბრუნდა 969.400 პიროვნება (მონაცემი ასახავს მხოლოდ 2013-2022 წწ-ის მიგრაციას და არ გულისხმობს დამატებით 2023 წლის მონაცემებს, როდესაც შესამჩნევი იყო ჭარბი მიგრაცია რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოში). ნაცმოძრაობის დროს კი (2003-20012 წწ.), ქვეყნიდან გავიდა 908.318 და უკან დაბრუნდა მხოლოდ 660.731 ადამიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების" მმართველობის დროს საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა 2420 ადამიანით, ხოლო ნაცმოძრაობის მმართველობის დროს შემცირდა 247.587 ადამიანით. ანუ, „ნაცების" დროს საქართველოში უკან აღარ დაბრუნდა 247.000 ადამიანზე მეტი. დემოგრაფიაც და მიგრაციაც ოპოზიციისთვის საარჩევნო მანიპულაციაა ხმების მოსაპოვებლად, ჩვენთვის კი რეალური საზრუნავი. 2012 წლამდე მათ არაფერი გაუკეთებიათ არც შობადობის გასაზრდელად და არც მიგრაციის შესაჩერებლად. საქართველო მოსახლეობისგან სწორედ მათ დროს დაიცალა. 2012 წლიდან დღემდე კი, ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამიტომ, ერთადერთი, ვისაც უფლება აქვს ამ თემაზე ისაუბროს, სწორედ დღევანდელი ხელისუფლებაა,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.