გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცით, მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს სასიკეთოს არაფერს ილაპარაკებს

15-02-2024

„როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ პირად ამბიციაზე ფიქრობს და ცდილობს უთხრას თავის პატრონებს - შემიძლია ისეთი კანონის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადავდგა, თქვენთვის სასარგებლო თოჯინა ვიყო, რომელიც რასაც დაავალებთ, იმას გააკეთებს," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ რა მიზანი ამოძრავებს საქართველოს პრეზიდენტს, როცა მიიღო მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის გადაწყვეტილება.

 

„პირველ რიგში ეს არის საქართველოს ინსტიტუციების, პრეზიდენტის ინსტიტუტის და ასევე კონსტიტუციის შეურაცხყოფა. არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, მისი უფლება-მოვალეობები, რომლებიც გაწერილია კონსტიტუციის მიხედვით და სალომე ზურაბიშვილი ამას ყველაფერს არღვევს, რითაც არღვევს კონსტიტუციას. ამბობს, მე არ მაინტერესებს ამ ქვეყანაში პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები რა არის, არ მაინტერესებს კონსტიტუცია და სადაც მინდა იქ წავალ.


თან, ზუსტად ვიცით, რომ არაფერს საქართველოს სასიკეთოს არ ილაპარაკებს იქიდან გამომდინარე, რომ წარსული გამოცდილება გვაქვს - საქართველოს სასიკეთოს არაფერს ლაპარაკობს.


შესაბამისად, საოცარია მისი ეს ქცევა - როგორც ჩანს, ის მხოლოდ პირად ამბიციაზე ფიქრობს და ცდილობს თავი დაანახოს თავის პატრონებს და უთხრას - შემიძლია კანონის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადავდგა, თქვენთვის სასარგებლო თოჯინა ვარ, რომელსაც რასაც დაავალებთ, იმას გააკეთებს: იწყალებს ნიკა გვარამიას, არღვევს კონსტიტუციას და მიდის მიუნხენის კონფერენციაზე, რომელმაც, სხვათა შორის, თავის რეპუტაცია გაიფუჭა იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი მოიხსენია, როგორც ოლიგარქი, ისე, რომ არავითარი დამამტკიცებელი საბუთი ამის არ გააჩნია და იმეორებს იმ ჟურნალისტის სტატიიდან ამონარიდს, რომლის მეუღლეც გახლავთ საქართველოს მთავარი ოპოზიციური არხის ჟურნალისტი. ანუ, აქაური ოპოზიციური მედიის ნარატივს იმეორებს საყოველთაოდ ცნობილი მიუნხენის კონფერენცია. წარმოგიდგენიათ, როგორი დარტყმაა ეს მათ რეპუტაციაზე. აი, ასეთ გაუგებრობაში აპირებს წასვლას სალომე ზურაბიშვილი და იმის ხელშეწყობას, რომ გაავრცელოს დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ.

 

მეორე რიგში, ამით გვეუბნება, რომ არ აინტერესებს საქართველო როგორი იქნება, საქართველოს სახელმწიფოებრივი სიძლიერე როგორი იქნება. მე მხოლოდ ჩემი პირადი ამბიცია მაქვს - მისი გზავნილი ასე შეგვიძლია აღვიქვათ," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.