გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ახალი ავტობუსები გადაეცა

17-02-2024

რეგიონისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შეძენა მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა. ამჯერად, EURO-5 სტანდარტის 18 ავტობუსი ახალციხის მუნიციპალიტეტმა მიიღო.


ქალაქ ახალციხისა და მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას მალე ექნება შესაძლებლობა ახალი მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს.


სამგზავრო ავტობუსები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერ ირაკლი ლაზარაშვილთან, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ანტონ ობოლაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


ახალი, კომფორტული, EURO 5 სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი დაბშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის არის ადაპტირებული.


პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას და შემდგომ განვითარებას,

ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, 38 მუნიციპალიტეტისთვის „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსის შეძენა განხორციელდა, რომლებიც მუნიციპალიტეტებს ეტაპობრივად გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალი ავტობუსებით უკვე სარგებლობს ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა.