გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი მამუკა ხაზარაძეზე: სინამდვილეში, ის რასაც ამბობს, ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას; მას უნდა მოატყუოს ქართველი ხალხი, თუმცა ქართველი ხალხი ასე ადვილად არ ტყუვდება

18-02-2024

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მამუკა ხაზარაძეს ტყუილში ამხელს და აცხადებს, რომ როდესაც ის რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე საუბრობს, კარგად იცის, რომ ეს, პირველ რიგში, საქართველოს ვნებს, ვინაიდან სანქციების დაწესება ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას ნიშნავს.

 

„სინამდვილეში, ის რასაც ამბობს, ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას და ეს მან ძალიან კარგად იცის. უბრალოდ, მას უნდა მოატყუოს ქართველი ხალხი, თუმცა ქართველი ხალხი ასე ადვილად არ ტყუვდება. როდესაც ევროკავშირი უწესებს სანქციებს რუსეთს და მიუხედავად ამისა მასთან მაინც ვაჭრობს, რუსეთი აგრძელებს ამ ვაჭრობას იმიტომ, რომ მისთვის ეს მომგებიანია - რუსეთს აქედან უზარმაზარი ფული შესდის.


საქართველოსთან ვაჭრობას რაც შეეხება, ეს ინტერესი მას პრინციპში არ აქვს. ეს საქართველოსთვისაა უფრო მომგებიანი და ამიტომ ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესება, ავტომატურად ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად გაწყვეტას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით, 10-დან 18 %-მდე ვარდნას,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სოზარ სუბარმა.