გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეროვნული თავდაცვის აკადემია: ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ აკადემიაში არ არის აღმართული სახელმწიფო დროშა, ეს არის დეზინფორმაცია

18-02-2024

სოციალურ ქსელში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში არ არის აღმართული სახელმწიფო დროშა. ეს გახლავთ დეზინფორმაცია აკადემიის დისკრედიტაციის მიზნით, - აღნიშნულია ეროვნული თავდაცვის აკადემიის განცხადებაში.


როგორც უწყება განმარტავს, აკადემიის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშის აღმართვა ხორციელდება არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


„საზოგადოების ფართო ინტერესებიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ აკადემიის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშის აღმართვა ხორციელდება არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება დროშის დაშვება ან სრულად ჩამოხსნა.


პირველი, დროშის დაწევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ოფიციალურად გამოცხადებულია გლოვის დღეები. მეორე, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების დროს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს დროშის ფლაგშტოკის დაზიანება ან თვითონ დროშის დაზიანება, ვინაიდან მიწის ზედაპირიდან დროშის სიმაღლე შეადგენს 50 მეტრს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.