გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთში დამატებით 1015 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება

19-02-2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც 4კმ-მდე სიგრძის  სხვადასხვა რიგის წყალგამანაწილებელი არხის და მისი განშტოებების აღდგენას, 25 კმ სიგრძის ლითონის მილების მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.

 

სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს.

 

8,7 მლნ ლარის ღირებულების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.


ჩატარებული  სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდება 1015 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის    ფართობი.


რეაბილიტირებული სარწყავი სისტემის საშუალებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ იქოდალოს, არაშენდასა და დარჩეთის სავარგულები მოირწყვება.

სამუშაოები 2025 წლის მაისში დასრულდება.