19-02-2024
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან კრებები და კონსულტაციები დასრულდა.
შეხვედრა მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა.
შეხვედრის მიზანი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იყო. შეხვედრებზე ადგილობრივების უშუალო ჩართულობით განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით, პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეირჩა.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურებასა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრას უწყობს ხელს. შერჩეული პროექტები წლის ბოლომდე, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.