გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯაბა ხუბუა: ვასაძე ბიძინა ივანიშვილს „ფარჩაკს“ და „მელკი“ ვაჭარს რომ უწოდებს, ეს იგივეა, კურდღელმა ლომს გულადობა დაუწუნოს, ეს იგივეა, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილმა დავით სარაჯიშვილს ვაჭრუკანა დაუძახოს

19-02-2024

ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს უწოდებს „ფარჩაკს“, რაც ნიშნავს მშიშარას, გაუბედავს, უნიათოსა და უხეიროს... ამას ჰქვია გაღმა შედავებისა და გამოღმა შერჩენის ტაქტიკა, როცა ხარ ლევან ვასაძე და საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში ბუჩქებიდან თავი არ გამოგიყვია, - ასე აფასებს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ლევან ვასაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.


მისი განცხადებით, ლევან ვასაძე საკუთარი მედია-პლატფორმიდან „მაყურებელს ოლიმპოზე მოკალათებული ზევსის ჰონორით ესაუბრება“ და ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ კრიტიკა არასდროს გამოუთქვამს.


„როცა ხარ ლევან ვასაძე და მთელი ცხრა წლის განმავლობაში ქვეყნის დაქცევას შორიდან გულხელდაკრეფილი უყურებდი იმის შიშით, რომ სააკაშვილის რეჟიმი შენს ბიზნესებს არ შეხებოდა, შენს მილიონებს საფრთხე არ დამუქრებოდა და თავიდან თმის ღერი არ ჩამოგვარდნოდა, აუცილებლად „ფარჩაკი“ უნდა დაუძახო ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საკუთარი მილიარდები, საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება და საკუთარი სიცოცხლე უდიდესი საფრთხის ქვეშ დააყენა, სააკაშვილის თავზეხელაღებულ ბანდასთან სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაება და საქართველო მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმისაგან გაათავისუფლა.“ - წერს ჯაბა ხუბუა.


როგორც ხუბუა აღნიშნავს, რაც ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებით გააკეთა, სიმამაცე და თავდადება ჰქვია. მისი თქმით, ვასაძის მხრიდან ივანიშვილის კრიტიკა იგივეა, კურდღელმა ლომს სიმხდალე დააბრალოს.

 

"იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებით გააკეთა, „ფარჩაკობა“ კი არა, სიმამაცე და თავდადება ჰქვია, ხოლო ნამდვილი „ფარჩაკობა“ ის არის, რომ ლევან ვასაძეს სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად არათუ არაფერი გაუკეთებია, ხმაც კი არ ამოუღია! ამდენად, ვასაძე ივანიშვილს „ფარჩაკს“ რომ ეძახის, ეს იგივეა, კურდღელმა ლომს გულადობა დაუწუნოს და სიმხდალე დააბრალოს!


ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს „მელკი“ ვაჭარს რომ უწოდებს, ეს იგივეა, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილმა დავით სარაჯიშვილს ვაჭრუკანა დაუძახოს!" - წერს ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.