გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ზარქუა ხაზარაძე ჯაფარიძეზე: როგორც პოლიტიკაში არიან ხელმოცარულები, ასევე, აღმოჩნდა, რომ კომპანია დაღუპეს არასწორი მართვის გამო-როდესაც აქცენტირებული ხარ ხალხის მოტყუებაზე, ყოველთვის ასე დამთავრდება

19-02-2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-ის მიერ, ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული კომპანიის, Lisi Lake Development-ის რეიტინგის B+დან B მინუსამდე შემცირებას ეხმიანება.


როგორც ზარქუამ აღნიშნა, „არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესში ხარ თუ პოლიტიკაში. როდესაც აქცენტირებული ხარ ხალხის მოტყუებაზე, არასწორი ინფორმაციების მიწოდებაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, ყოველთვის ასე დამთავრდება“.


ირაკლი ზარქუას განცხადებით მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მათთან დაკავშირებული კომპანია, Lisi Lake Development-ი არასწორი მართვის გამო დაღუპეს.


„როგორც პოლიტიკაში არიან ხელმოცარულები, ასევე აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია დაღუპეს ამ არასწორი მენეჯმენტის და მართვის გამო. სიცრუე, ორპირობა, არასწორი ინფორმაციის მიწოდება როგორც ბიზნესში, ისე პოლიტიკაში არის დამღუპველი და ამის მომსწრენი ვართ ახლა ჩვენ“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.