გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო თანდილაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

19-02-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველო-იაპონიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM) იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.


ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩსიმ მხარდაჭერისთვის, რასაც იაპონური მხარე საქართველოში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ახორციელებს.


„იაპონიასთან თანამშრომლობა დაეხმარება  საქართველოს მწვანე  ეკონომიკაზე გადასვლის,კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების  და  სათბურის აირების ემისიების შემცირების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) მიღწევას.


იაპონური მხარის შემდგომი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის (JCM) ეფექტიანი განხორციელების, ეკომეგობრული სოფლის მეურნეობის  და ალტერნატიული ენერგიის შესაძლებლობების განვითარებისთვის და დაგვეხმარება მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ ევროინტეგრაციის გზაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.


იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხაზი გაუსვა ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის (JCM) მნიშვნელობას ორივე მხარისთვის და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით იაპონიამ დასაქართველომუკვე გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები. იშიძუკა ჰიდეკის  განცხადებით, საქართველოს აქვს პოტენციალი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების  და სათბურის აირების ემისიების შემცირებისკუთხით.  იაპონური მხარე მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის დონეზე,ურთიერთობების გაღრმავების და ორივე მხარისთვის მომგებიანი პროექტების განხორციელების კუთხით.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.