გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა!

21-02-2024

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა! საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თითოეულ გიდს ულოცავს პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას!


"საქართველოში ტურიზმის განვითარება და მოგზაურთა ნაკადების გაზრდა პირდაპირ დაკავშირებულია იმ პროფესიონალ გიდებზე, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ სტუმრებს, აცნობენ ქართულ სტუმარმასპინძლობას, ტრადიციებს, კულტურასა და  ქვეყნის უნიკალურ ბუნებას.


ქართველი გიდების პროფესიონალიზმის შედეგად  ბევრ მოგზაურს საქართველოში კიდევ ერთხელ სტუმრობის სურვილი უჩნდება.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად ასობით გიდს და ტურიზმის სექტორის სხვა წარმომადგენლებს სთავაზობს გადამზადების კურსებსა და ტრენინგებს სრულიად უსასყიდლოდ. 


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მზად არის დაეხმაროს თითოეულ გიდს, ტურიზმის სფეროს წარმომადგენელს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ გიდების საერთაშორისო დღეს! და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას ქვეყნის საკეთილდღეოდ!" - აცხადებენ უწყებაში.