გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: ძალიან მეგობრული განწყობა არის ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და ნატოს შორის

21-02-2024

გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ძალიან საქმიან, მეგობრულ გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიმართ ძალიან მეგობრული განწყობა არის.


„გვქონდა სხვადასხვა თემაზე საუბარი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებთან, ჩვენს მისწრაფებებთან საგარეო პოლიტიკის კუთხით, ევროკავშირთან, მათ შორის, რაც დაკავშირებულია ნატოში ინტეგრაციის პროცესთან. ყველა თემას შევეხეთ. იყო საუბარი ასევე უსაფრთხოებაზე ჩვენს რეგიონში, გლობალურად, ევროპის კონტინეტზე და ა.შ. ყველა თემასთან დაკავშირებით იყო ძალიან საქმიანი, ძალიან საინტერესო საუბარი. ძალიან მეგობრული განწყობა არის ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და ნატოს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.