გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: 21 თებერვალი ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო აღჭურვილი სათანადო ღირებულებებით და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურით

21-02-2024

21 თებერვალი არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაგვიტოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ისტორიული თარიღი და თვითონ პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო აღჭურვილი სათანადო ღირებულებებით და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურით.


„მაშინდელი კონსტიტუცია ეფუძნებოდა იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულ პრინციპებს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და შესაბამისად, ეს იყო ის დოკუმენტი, რომელმაც შექმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისათვის, რომ უკვე 90-იანი წლებიდან ჩვენი კონსტიტუციონალიზმი განვითარებულიყო სწრაფი ტემპით და დაფუძნებოდა ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განვითარების ახალი ეტაპი ძალიან მყარ ღირებულებებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო ისტორიული თარიღი და თვითონ პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო აღჭურვილი სათანადო ღირებულებებით და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურით", - განაცხადა პრემიერმა.