გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

იენს სტოლტენბერგი: საქართველო ჩვენი ფასეული პარტნიორია და სრულად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

21-02-2024

სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის მასპინძლობა ნატო-ს შტაბ-ბინაში, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ტვიტერზე წერს.


როგორც ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, საქართველო ნატოს ფასეული პარტნიორია.


„სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის მასპინძლობა ნატო-ს შტაბ-ბინაში.


საქართველო ჩვენი ფასეული პარტნიორია და სრულად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.


მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამ, რომ ოფიციალური თბილისი გაზრდის რეფორმების განხორციელების ტემპსა და მასშტაბს ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი გაწევრიანების გზაზე", - აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.