გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარიამ ქვრივიშვილი: წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება მაღალი რანგის ავიაკომპანიებთან, რომლებიც იწყებენ პირდაპირ საჰაერო მიმოსვლებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში

22-02-2024

„მიმდინარე წელს გვაქვს არაერთი წარმატება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება მაღალი რანგის ავიაკომპანიებთან, რომლებიც იწყებენ პირდაპირ საჰაერო მიმოსვლებს ჩვენი ქვეყნის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. მათ შორისაა, „ავსტრიის ავიახაზები", ნიდერლანდური „ტრანსავია", ასევე ქუვეითური ავიაკომპანია Jazeera Airways - ი, რომელიც ზაფხულის საავიაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით კვირაში სიხშირით შეასრულებს ფრენებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.


ქუვეითის ავიაკომპანია ფრენებს ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის 2024 წლის 14 ივნისიდან კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა Jazeera Airways-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2024 წლის 20 თებერვალს მიანიჭა.


„ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების სტიმულირება. ჩვენს მთავარ სტრატეგიას ასევე წარმოადგენს ბაზრების დივერსიფიკაცია, ამიტომაც დიდ რესურსს ვდებთ, რათა გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი საჰაერო ფრენა ჩვენთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან, მათ შორის, ევროპისა და ყურის სახელმწიფოებთან. სწორედ ამიტომ გვაქვს აქტიური მარკეტინგული კამპანიები კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად ჩვენს ქვეყანაში, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენების არსებობა. ყოველივე ეს გვაძლევს იმის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 2024 წელი იქნება მორიგი წარმატების წელი ჩვენი ქვეყნისთვის როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის ინდუსტრიაში. ჩვენ გვაქვს ბევრი ამბიციური პროექტი, რომელთაც განვახორციელებთ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის, „Jazeera Airways"-ი რეგულარულ რეისებს ელ ქუვეითი - თბილისი - ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ახორციელებს.