გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: არსებითად შეწყდა უსამართლო განცხადებები, რეზოლუციები ევროპის მხრიდან, შესაბამისად ჩვენ აღარ გვიწევს რეაგირება ასეთ საკითხებზე, რაც დადებითად აისახა უკვე ორმხრივ ურთიერთობებზე

23-02-2024

არსებითად შეწყდა უსამართლო განცხადებები, რეზოლუციები ევროპის მხრიდან, შესაბამისად ჩვენ აღარ გვიწევს რეაგირება ასეთ საკითხებზე, რაც დადებითად აისახა უკვე ორმხრივ ურთიერთობებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, თავის დროზე იყო უსამართლო განცხადებები, რაზეც მმართველ გუნდს უწევდა რეაგირება.


„რაც შეეხება დაფინანსებას, აქ საუბარი იყო, არა როგორც ასეთი NGO-ების დაფინანსებაზე, არამედ საუბარი იყო პარტიების, პოლიტიკური სუბიექტების ირიბ დაფინანსებაზე, ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რაც არის არასწორი პრაქტიკა.


რაც შეეხება ახალი კანონების მიღებას, ასეთი რამე არ იგეგმება, ზოგადად პარტიების ირიბი დაფინანსების საკითხი მოწესრიგებულია მოქმედი კანონმდებლობით ეს არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონი, ამ კანონის ფარგლებში თუ რაიმე ზომები იქნება მიღებული, ეს არის ანტიკორუფციული სამსახურის საქმე, ამის მიღმა რაიმე საკანონმდებლო ცვლილებები არ იგეგმება.


თავის დროზე იყო ასეთი ვითარება, იყო უსამართლო განცხადებები, რაზეც ჩვენ გვიწევდა რეაგირება, მე მქონდა ერთ-ერთი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან სადაც მას პირდაპირ განუცხადე, რომ თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია, ნული ნეგატიური განცხადება და სწორედ ასე წარიმართება დღეს პროცესები, თქვენ ხედავთ, რომ არსებითად შეწყდა უსამართლო განცხადებები, რეზოლუციები ევროპის მხრიდან, შესაბამისად ჩვენ აღარ გვიწევს რეაგირება ასეთ საკითხებზე, რაც დადებითად აისახა უკვე ბუნებრივია ორმხრივ ურთიერთობებზე, სადაც იქნება სამართლიანი მიდგომა, სადაც იქნება კონსტრუქციული მიდგომა იქ ბუნებრივია ძალიან მჭიდროდ განვითარდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მე მადლობას გადავუხდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელმაც პერსონალურად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში, ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩვენს პრეტენზიებს და საბოლოო ჯამში სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ აღარ ვისმენთ უსამართლო განცხადებებს, უსამართლო რეზოლუციებს და შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც რიტორიკა არის პოზიტიური.


გარდა ამისა ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც ბუნებრივია დამატებით დადებითად აისახება ურთიერთობების გაღრმავებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის", - განაცხადა პრემიერმა.