გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი: გვარამია, მელია, გახარია, „ლელო“ და ა.შ. სინამდვილეში ყველა „ნაცმოძრაობაა“, მათ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სათავეში რეზიდენტ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჩაუყენებენ

23-02-2024

„როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე გვქონდა აქცენტი, სწორედ იმ თანხებზე იყო საუბარი, რომელზეც დღეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, გუშინ კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა. ანუ, ფინანსებზე, რომელიც არასამთავრობოების გავლით პოლიტიკურ პარტიებს ხმარდება“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.


მიხეილ ყაველაშვილმა რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი დაკვეთებს გარე ძალებისგან იღებენ.


„სასამართლოს კლანს ახსენებენ და სინამდვილეში კლანი ეს არის - მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც შერწყმულია რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელთა გამაერთიანებელი ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილია და იმართებიან გარედან - გლობალური ომის პარტიისგან.


თვალშისაცემია ახლა ის პოლიტიკური ცვლილებები, რაც ოპოზიციაში ხდება - „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ რადიკალური ფრთა გაიწია და კონსტრუქციული გახდა, რადიკალიზმი კი „ლელოს“ დაევალა. გვარამია, მელია, გახარია, „ლელო“ და ა.შ. სინამდვილეში ყველა „ნაცმოძრაობაა“, მათ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სათავეში რეზიდენტ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჩაუყენებენ.


რადიკალურ ოპოზიციას აქვს დავალება, რომ მათმა ნაწილმა ამომრჩეველთა გადაუწყვეტელ 20%-ზე ინადიროს. გახარიას, მაგალითად, დაავალეს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ხმებზე ინადიროს. აგენტის ფუნქცია ეს არის, რასაც დაავალებენ, უნდა შეასრულოს.


რადიკალური ოპოზიციის გეგმა სწორედ რადიკალიზაცია და რევოლუციური სცენარია, რადგან იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. არ უნდა დავუშვათ რაიმე სახის გადაცდომაც კი, რაც ძალადობრივი პროცესების განვითარებას გულისხმობს. ვინც რაიმე რევოლუციურ სცენარს დაგეგმავს, მათ მიმართ პირდაპირ აგრესიული პოლიტიკა უნდა იყოს გატარებული. ეს ყველაფერი არის გარედან დაგეგმილი პროცესი. ისინი ანტიდასავლურ რიტორიკას უწოდებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას - ამის არ უნდა შეგვეშინდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.