გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

25-02-2024

,, დღევანდელი დღე მძიმე და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 103 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან.


დღეს კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ბრძოლა ქვეყნის ერთიანობისთვის გრძელდება"- განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.


საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.


საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. ბათუმში, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში იმყოფებოდნენ, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.


25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.