გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გურიაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

28-02-2024

გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე გამოავლინეს.


კანონდამრღვევმა უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე დასამუშავებლად სახერხ საამქროში სატვირთო ავტომობილით გადაიტანა. საამქროს ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).


დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სატვირთო ავტომობილი დაილუქა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.


“რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია და გამოვლენა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია” - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.